|
30.11.2011

 

განხორციელებული პროექტები


• სხვადასხვა მასშტაბიანი (1:10000, 1:200000) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები საქართველოს ტერიტორიაზე;
• დეტალური (1:2000, 1:1000) სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები მეწყრულ, ღვარცოფულ და ეროზიულ უბნებზე მათი სალიკვიდაციო ღონისძიებათა გასატარებლად;
• დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისათვის 5 უბანზე;
• ქ. თბილისში მდ. ვერეს ხეობაში კაშხლების მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური საძიებო კვლევები;
• საქართველოში საშიშ გეოლოგიურ პროცესებზე (მეწყრები, ღვარცოფები, ეროზია და სხვა) რეჟიმული დაკვირვებების საყრდენი ქსელის მოწყობა და მონიტორინგული კვლევები;
• საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები ენგურის ჰიდროკვანძის სადერევაციო გვირაბის და მიმდებარე ტერიტორიების მდგრადობის შეფასებისათვის;
• საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევები სპიტაკის (სომხეთი), რაჭა-იმერეთის (საქართველო) მიწისძვრებით გამოწვეულ აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით;
• 
საქართველოს ტერიტორიაზე დასავლეთის მიმართულების ნავთობსადენი საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასება;
• მონიტორინგული ქსელის მოწყობა ძველი თბილისის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ინიციატივით, DHV კონსულტანტის (ჰოლანდია) და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტი;
 • დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები შ.პ.ს. ''მაგთიკომის'', შ.პ.ს. ''ჯეოსელის"  და შ.პ.ს. „ბილაინის“ანძების დაფუძნებისათვის საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა უბნებზე;

• თურქეთ-საქართველოს ერთობლივ პროექტი სასაზღვრო ზოლის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შესწავლის შესახებ და 1:200000 მასშტაბის საინჟინრო-გეოლოგიური რუკის შედგენა;
• საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევები სუფსის ტერმინალის და ქიმიური ქარხნის მშენებლობის დასაბუთებისათვის;
• დასავლეთის მიმართულების საექსპერტო ნავთობსადენის პროექტით გათვალისწინებული რადიოანტენებისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები;
• ხობის რაიონის სოფ. ყულევში მშენებარე ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი საზღვაო ტერმინალისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების წინასწარი საინჟინრო-გეოლოგიური შეფასება;
• მსხვილ ქალაქებსა და სხვადასხვა რაიონებში საცხოვრებელი სახლების, სამრეწველო, დასასვენებელი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების და ოფისების დაფუძნებისათვის საინჟინრო-გეოლოგიური და ტოპოგეოდეზიური ძიებითი სამუშაოები;
• საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობისათვის ქ. თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში – მრავალსართულიანი, მრავლფუნქციური საცხოვრებელი სახლები და სამეურნეო ნაგებობები;
• საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები საქართველოს მილსადენის კომპანიის საწარმოო ნარჩენების გადამუშავების (BP) საგარეჯოს ობიექტზე;
• თბილისი-ბოლნისის ოპტიკურ ბოჭკოვანი საკაბელო ტრასის საინჟინრო-გეოლოგიური დასაბუთება და ქ. თბილისში საანტენე მეურნეობის დანადგარების დამიწების პროექტის განხორციელება;
• ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ტრასის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შესწავლა;
• საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობის დეფორმაციებთან დაკავშირებით ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები;
• ქ. ოზურგეთისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების მიზნით საჭირო წყლის მარაგების დადგენა მდ. ბჟუჟის ფილტრატების ხარჯზე;
• გეოტექნიკური კვლევები საქართველოს ცენტრალური საცნობარო ლაბორატორიის დაპროექტებისათვის (ბექტელ ნეიშენალ ინქ-ის პროგრამა).
• სოფ. ტაბახმელაში (ბექტელ ნეიშენალ ინქ-ის პროგრამა) სს “საქაგრომრეწვის” ბიოკომბინატის ტერიტორიაზე ტოკსიკური ნარჩენების სამარხი ბუნკერების მოსაწყობი მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური პირობები.
• კოდიანას მონაკვეთზე აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი (AGT) მილსადენის დაცვის სამსახურის ბაზის მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის წინასწარი საინჟინრო-გეოლოგიური შეფასება.
• კომპანია “რაკიინ დეველოპმენტის” (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) დაკვეთით სოფ. ტაბახმელაში, ახალი დასახლება “Tbilisi Heights”-ის მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები, საზოგადოებრივი დანიშნულების კომპლექსის “Uptown Tbilisi” მშენებლობისათვის, დიღმის დასახლებაში, ყოფილი სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე; საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისათვის ასპინძის რაიონის სოფ. ვარძიაში.
• გარდაბნის რაიონში 110 მეგაბაიტიანი ელექტროსადგურის მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიუირი (გეოტექნიკური) კვლევები, ავსტრალიური ფირმა ''Capital Turbines" დაკვეთით.
• ქ.ქ. თბილისი-რუსთავის (გლდანი-1, გლდანი-2, ლილო, იაღლუჯა) ნაგავსაყრელებზე გაზის უტილიზაციის პროექტისათვის ჩატარებული კვლევები, ტრანსნაციონალური იაპონური კორპორაცია “შიმზუს” დაკვეთით;
• საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მშენებარე საწვრთნელი ბაზის სათამაშო მინდვრის საინჟინრო-გეოლოგიური პირობები;
• წითელი ხიდი-რუსთავის მონაკვეთზე გაზსადენის მილისათვის გამოყოფილი 21 კმ-იანი ტრასის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების დადგენა;
• ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში ოქროსშემცველი ბარიტ-პოლიმეტალური მადნების კუდსაცავის საძიებო დაზვერვითი ჭაბურღილების ბურღვა (d=132 მმ – 135 მმ) მათში ოქროსშემცველობის დადგენის მიზნით "Trans Georgian Resources" დაკვეთით.
• ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ტრასის გარკვეული მონაკვეთების საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შესწავლა;
• ალ-ასადის აირ ბაზა (ერაყი) ობიექტზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები ამერიკული კომპანია “Watkinson”–ს დაკვეთით;
• საძიებო-საექსპლუატაციო ჭაბურღილების ბურღვა სამაჩაბლოს კონფლიქტური რაიონების სოფლების თამარაშენის, ხეითის, ქემერტისა და ძარწემის წყალმომარაგების მიზნით.
• ჰიდროგეოლოგიური კვლევები კოდიანას სექტორისა და თეთრიწყაროს რაიონის წყალმომარაგების მიზნით კომპანია BP-ის დაკვეთით;
• საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები ჯორჯ ბუში-მეუნარგიას ქუჩების საგზაო პროექტისათვის თურქული კომპანია “Iuqsel projes” დაკვეთით;
• სამაჩაბლოს კონფლიქტური ზონის სოფლების სასმელ-სამეურნეო  წყალმომარაგებასთან დაკავშირებით ჩატარებული ჰიდროგეოლოგიური კვლევები;

• სამტრედიის ფეროშენადნობების ქარხნის მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები;
•  საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბაზის საძილე კორპუსის მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური პირობები;
• თბილისის ''დინამოს'' დიღმის საწვრთნელი ბაზის ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიური პირობები;

• ქ. თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციის ობიექტ #6-ის ტერიტორიაზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევების შედეგები;
• საქართველოს რკინიგზის ხაშური-ლიხის გადასარბენის (2380 კმ, პკ 800+25) მეწყრული უბნის საინჟინრო-გეოლოგიური პირობები და ფერდის მდგრადობის ანგარიში (შ.პ.ს. ''საქართველოს რკინიგზის'' დაკვეთით);

• საქართველოს რკინიგზის სადგურ ლიხის 2375-2376 კმ-ზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებათა დაპროექტებასთან დაკავშირებით ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები; 
•თბილისი-მარნეული-გუგუთის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-მარნეულის მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისათვის ჩატარებული წინასაპროექტო საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების შედეგები.
• თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისათვის ჩატარებული წინასწარი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების შედეგები.
• თბილისი-მარნეული-გუგუთის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-მარნეულის მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისათვის ჩატარებული წინასაპროექტო საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების შედეგები (შ.პ.ს. ''საქგზამეცნიერება''-ს დაკვეთით);
• ქ. თბილისში, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პკ26-პკ32+20 მონაკვეთზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები (შ.პ.ს. ''საქგზამეცნიერება''-ს დაკვეთით);
• ახალციხის რაიონის სოფ. ზიკილიას მიმდებარედ შერჩეულ 50 ჰა ტერიტორიაზე ჩატარებული წინასწარი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები (შ.პ.ს. ''საქგზამეცნიერება''-ს დაკვეთით);
• ადიგენის რაიონში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანია (საქართველოს) გაზსაქაჩი სადგურის ''არეა-80''-ის საცხოვრებელი კომპლექსის სასმელი წყალმომარაგების მიზნით ჩატარებული ბურღვითი სამუშაოების და ჰოდროგეოლოგიური კვლევების შედეგები (კომპანია BP-ის დაკვეთით)
• კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის აშენებული დასახლებების და გორის, ქარელის, კასპის და მცხეთის რაიონების სოფლების (68 სოფელი) სასმელ-სამეურნეო მიზნით მიწისქვეშა წყლებით წყალმომარაგება, (საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით);

• შქმერის მანგანუმის საბადოს დაძიება 1:2000 მასშტაბში და მარაგების დათვლა.
• კასპის რაიონის სოფ. იგოეთის პოლიციის შენობის სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების ქსელის მოწყობა და მშენებლობა;
• წალკის რაიონში ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა წყლის სამონიტორინგო ორი ჭაბურღილის გარეცხვა და სოფ. ტაბაწყურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა წყლის სამონიტორინგო ორი ჭაბურღილის გაბურღვა. ჭაბურღილში 50 მმ დიამეტრის პლასტმასის მილის ჩაშვება (ფილტრით) და თავმორთულობის მოწყობა.

• ქარელის რაიონის სოფელ ურბნისთან შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ინფრასტრუქტურული მომსახურების ცენტრის სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგება.

 

• ყვარელის რ-ში იუსტიციის სასწავლო ცენტრის წყალმომარაგების მიზნით ჭაბურღილის გაყვანა და წყალსადენის ტრასის მშენებლობა.

 

 

სრულად ნახვა
საქართველო. 0186, თბილისი.
ჯიქიას ქ.#8ა.
ტელ: +(995 32) 2 31 93 55 / 2 31 74 83 /
8a Jikia street, 0186,
Tbilisi, Georgia;
Tel: +(995 32) 2 31 93 55 / 2 31 74 83 /