|

დამკვეთთან მუშაობის პრინციპი

საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური მომსახურების შეთავაზებისას ჩვენ ვითვალისწინებთ დამკვეთის ყველა სურვილსა და შესაძლებლობას, ვიღებთ რა მათთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას “ფასი/ხარისხი”-თან მიმართებაში.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ დამკვეთს დეტალური და ობიექტური ინფორმაციით მომსახურების ღირებულების შესახებ. ნებისმიერი სახის მომსახურებაზე ფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმად აღნიშნული მომსახურების ხარისხზე სრულ პასუხისმგებლობას კომპანია იღებს თავის თავზე.

ჩვენ მივესალმებით დამკვეთის მხრიდან ტექნიკური ზედამხედველისა თუ დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას პროცესებში. ჩვენ გახსნილი ვართ დიალოგისთვის áƒ“ა ვაწარმოებთ სამუშაოებს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, მხედველობაში ვიღებთ მათ რჩევებსა თუ მითითებებს და ვაღწევთ შეთანხმებას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ობიექტის სრულყოფილი მშენებლობა. 

კომპანიის მუშაობის პრინციპები მარტივია.  ჩვენი საქმიანი ურთიერთობა ეფუძნება ნდობას, გამჭვირვალობასა და ზომიერებას.


პერსონალის გამოცდილება

დაარსების დღიდან (1999) დღემდე კომპანიას და მის სპეციალისტებს გააჩნიათ გეოლოგიაში, საინჟინრო-გეოლოგიასა და ჰიდროგეოლოგიაში მუშაობის ფართო გამოცდილება. კომპანიის საინჟინრო-გეოლოგიური პერსონალის გამოცდილების საშუალო სტაჟი ამ სფეროში შეადგენს 20-30 წელს;

შპს"საინჟგეო"-სგააჩნია გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების და წყლის ქიმიური ანალიზის ლაბორატორია, რომელიც დაკომპლეტებულია ამერიკული და ბრიტანული სტანდარტების შესაბამისი ხელსაწყოებით და არქივით. 

სრულად ნახვა
საქართველო. 0186, თბილისი.
ჯიქიას ქ.#8ა.
ტელ: +(995 32) 2 31 93 55 / 2 31 74 83 /
8a Jikia street, 0186,
Tbilisi, Georgia;
Tel: +(995 32) 2 31 93 55 / 2 31 74 83 /