|

კომპანიის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები:

  • საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები
  • ჰიდროგეოლოგიური კვლევები (წყალმომარაგება)
  • სასარგებლო მყარი წიაღისეულის საბადოების დაძიება და მარაგების გამოთვლა
  • ტოპო-გეოდეზიური სამუშაოები
  • გრუნტების კომპლექსური ლაბორატორიული კვლევები და წყლის ქიმიური ანალიზი
  • საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა
  • წყალსადენების ტრასის მშენებლობა                                                                                                                                                                                                                                                         

საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები არის კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. მათი წარმოება შეიძლება იყოს კომპლექსური და მოიცავდეს ჰიდროგეოლოგიურ, გეოფიზიკურ და სეისმურ კვლევებს, გრუნტების, როგორც საველე ასევე ლაბორატორიულ პირობებში შესწავლას, და მიღებული შედეგების კამერალურ დამუშავებას.

ჰიდროგეოლოგიური კვლევები მოიცავს მიწისქვეშა წყლების შესწავლას, საბადოების დაძიებას და მარაგების დათვლას, აგრეთვე საძიებო-საექსპლუატაციო ჭაბურღილების მოწყობას.

მყარი წიაღისეული საბადოების დაძიება და მარაგების  გამოთვლა მოიცავს: სასარგებოლო წიაღისეულის გამოვლინებას, წინასწარ შეფასებას და საბოლოოდ კონკრეტული წიაღისეულის მარაგების დათვლას და მათ დამტკიცებას მარაგების სახელმწიფო კომისიაში.

ლაბორატორიულ კვლევებში იგულისხმება გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების განსაზღვრა საქართველოში მოქმედი და ასევე ბრიტანული (BS) და ამერიკული (ASTM) სტანდარტების შესაბამისად.

კვლეევები მშენებლობისათვის წარმოებს პროექტირების ყველა ეტაპზე. კვლევების შედეგად მიიღება საბოლოო მონაცემები, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი სირთულის შენობა-ნაგებობების პროექტირებისთვის. აღნიშნული კვლევების წარმოება მკაცრად რეგულირდება ადგილობრივი სტანდარტებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით და ინსტრუქციებით.

 

 

 

 

სრულად ნახვა
საქართველო. 0186, თბილისი.
ჯიქიას ქ.#8ა.
ტელ: +(995 32) 2 31 93 55 / 2 31 74 83 /
8a Jikia street, 0186,
Tbilisi, Georgia;
Tel: +(995 32) 2 31 93 55 / 2 31 74 83 /